Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი


უზბეკეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი ქალი, უმიდა ნიაზოვა.

უზბეკეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი ქალი, უმიდა ნიაზოვა.
სამშაბათს სააპელეციო სასამართლომ მას ადრე გამოტანილი განაჩენი პირობითი განაჩენით შეუცვალა. პირველ მაისს ტაშკენტის სასამართლომ ნიაზოვას შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და არეულობებისკენ მოწოდების ბრალდებით. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ეუთომ და ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა მწვავედ გააკრიტიკეს უზბეკეთის ხელისუფლება ჟურნალისტის დევნისთვის.
XS
SM
MD
LG