Accessibility links

logo-print

ისრაელში ოცდაათწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად


ისრაელში ოცდაათწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია მეფე ჰეროდეს აკლდამა.

ისრაელში ოცდაათწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია მეფე ჰეროდეს აკლდამა.
"მე ვიტყოდი, ეს არის მონუმენტური სარკოფაგი. აქამდე მხოლოდ ერთი-ორი მსგავსი სარკოფაგის აღმოჩენა მოხერხდა. ყველა მდიდარ ადამიანს არ ჰქონდა ასეთი აკლდამის აშენების საშუალება. ეს ჭეშმარიტად მეფური საფლავია," განაცხადა არქეოლოგიის პროფესორმა ეჰუდ ნეცერმა იერუსალიმში. ჰეროდე იუდეას მართავდა ქრისტეს შობის პერიოდში. მის სახელთანაა დაკავშირებული ბეთლემში ყრმათა გაჟლეტა, რაც ახალ აღთქმაშია აღწერილი.
XS
SM
MD
LG