Accessibility links

logo-print

ეუთო გმობს იერიშს, რომელიც მის


ეუთო გმობს იერიშს, რომელიც მის მეთვალყურეთა მისიის წევრებზე განხორციელდა

ეუთო გმობს იერიშს, რომელიც მის მეთვალყურეთა მისიის წევრებზე განხორციელდა
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში როგორც არის აღნიშნული, შეიარაღებულმა პირებმა, რომელთაც თავი სამხრეთი ოსეთის პოლიციელებად წარადგინეს, ცეცხლი გაუხსნეს მონიტორინგის ჯგუფს, რომელშიც ეუთოს სამხედრო მეთვალყურეებიც შედიოდნენ. ინციდენტი ორშაბათს მოხდა მას შემდეგ, რაც მეთვალყურეებმა საზენიტო დანადგარი აღმოაჩინეს სოფლებს ნიქოზსა და ავნევს შორის. ეუთოს თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა ინციდენტს “სერიოზული და მიუღებელი” უწოდა. წუხელ კი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მორიგი ინციდენტი აღირიცხა: ცხინვალის გასასვლელში არსებული, ე.წ. ასფალტის ქარხნის დასახლებიდან სოფელ ნიქოზის მიმართულებით ჭურვი ისროლეს, რასაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ ცხინვალის მხრიდან განხორციელებული "მორიგი პროვოკაცია" უწოდა.
XS
SM
MD
LG