Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,
რუსეთი არ დაუშვებს, რომ ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცის სისტემის ევროპაში განთავსების გარშემო უთანხმოებამ ავნოს მოსკოვის ურთიერთობას ევროკავშირთან. სერგეი ლავროვი ამ საკითხს შეეხო გერმანიის საგარეო უწყების კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოსკოვიდან ვიდეოხიდის მეშვეობით. რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს აშშ-ის გეგმის გამო, ევროპაში განათავსოს ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც, ამერიკის მხარის განმარტებით, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხისაგან დაცვას ემსახურება. მოსკოვის შეფასებით, ანტისარაკეტო სისტემა სინამდვილეში რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG