Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტები გეგმავენ


ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტები გეგმავენ, რომ კასპიისა და შავი ზღვების დამაკავშირებელი ნავთობსადენის

ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტები გეგმავენ, რომ კასპიისა და შავი ზღვების დამაკავშირებელი ნავთობსადენის
დატვირთვა თითქმის გააორმაგონ და მაჩვენებელი წელიწადში 40 მილიონ ტონამდე გაზარდონ.
ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, ბურგასი-ალექსანდროპოლისის მილსადენს შესაძლოა დამატებით 17 მილიონი ტონა ნავთობი მიეწოდოს. ამ ახალი მარშრუტის გეგმა ბულგარეთის შავი ზღვისპირა პორტის - ბურგასისა და საბერძნეთის ეგეოსის ზღვისპირა პორტის – ალექსადროპოლისის დაკავშირებას ისახავს მიზნად. ნაზარბაევმა ეს განცხადება 10 მაისს, ასტანაში, რუსეთის პრეზიდენთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის მიმდინარეობისას გააკეთა. ამავე შეხვედრის ფარგლებში ნურსულთან ნაზარბაევმა ასეთი განცხადებაც გააკეთა: (ნურსულთან ნაზარბაევის ხმა) "ყაზახეთი აბსოლუტურად ემხრობა იმას, რომ მისი ნავთობის მარაგის უდიდესმა ნაწილმა, თუ არა – მთლიანად, სწორედ რუსეთის ტერიტორიის გავლით იმოძრაოს".
XS
SM
MD
LG