Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში, ეგეოსის ზღვის პირა საკურორტო


თურქეთში, ეგეოსის ზღვის პირა საკურორტო ქალაქ იზმირში, ბაზარში მომხდარი

თურქეთში, ეგეოსის ზღვის პირა საკურორტო ქალაქ იზმირში, ბაზარში მომხდარი
აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიჭრა. ორი მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია. დაზარალებულთა შორის ბაზრის მოვაჭრეები ჭარბობენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქდა ხელნაკეთი ბომბი, რომელიც დახლების მწკრივთან მდგომ მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული. იზმირის მერი ირწმუნება, რომ მომხდარს კავშირი არ აქვს პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ მღელვარებასთან, რომელიც თურქეთში ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე შეინიშნება.
XS
SM
MD
LG