Accessibility links

logo-print

12 მაისს, გვიან საღამოს ქართულ


12 მაისს, გვიან საღამოს ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლი გაიხსნა.

12 მაისს, გვიან საღამოს ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლი გაიხსნა.
ვრცელდება ცნობა, რომ ცროლა ქართული სოფლების – ნიქოზისა და ერგნეთის მიმართულებით მიმდინარეობდა.
როგორც "რადიო თავისუფლების" გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური იუწყება, გამოყენებული იყო როგორც ავტომატური იარაღი, ასევე – ტყვიამფრქვევი და ყუმბარმტყორცნი. (გოგა აფციაურის ხმა) "სროლის შედეგად შშს-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი უშანგი ქართველიშვილი დაიჭრა. მას ტყვიები მუცლის არეში და ფეხში აქვს მოხვედრილი. ქართველიშვილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. ნიქოზსა და ერგნეთში, სროლის შედეგად, დაზიანებულია სახლები. რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს დეფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტი, რომლის ცნობითაც, ცეცხლი ნიქოზიდან და ერგნეთიდან ცხინვალის მიმართულებით გაიხსნა. ქალაქის სამხრეთ ნაწილში დაზიანებულია სახლები. ოსური მხარის ინფორმაციით, თამარაშენის მხრიდან ცხინვალის ჩრდილოეთი ნაწილი 10 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა. წინასწარი მონაცემებით, ოსურ მხრიდან მსხვერპლი და დაჭრილები არ არიან. მხოლოდ ერთი ოსური საგუშაგო და რამდენიმე სახლია დაზიანებული. სროლა მას შემდეგ შეწყდა, რაც შემთხვევის ადგილზე ეუთოს მონიტორინგის ჯგუფი გავიდა. კომისია დაადგენს, თუ პირველად რომელი მხრიდან გაიხსნა ცეცხლი და დასკვნას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს."

XS
SM
MD
LG