Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს, აზერბაიჯანის, ლიტვის, პოლონეთისა და


საქართველოს, აზერბაიჯანის, ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ენერგეტიკის სფეროსი მჭიდრო

საქართველოს, აზერბაიჯანის, ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ენერგეტიკის სფეროსი მჭიდრო
თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ სამიტზე ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ცენტრალური აზიიდან, სამხრეთ კავკასიის გავლით, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს. დეკლარაციას შეუერთდა ყაზახეთიც, თუმცა, პრეზიდენტის ნაცვლად, ხელი მას ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მოაწერა. ახალი მილსადენის მშენებლობისთვის, რომელიც, საქართველოს, უკრაინისა და პოლონეთის გავლით, სხვა ევროპულ ქვეყნებში კასპიის ზღვის ენერგორესურსების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, კონსორციუმი შეიქმნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" 12 მაისს, თბილისში მყოფმა აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნაკიტ ალიევმა განუცხადა.


XS
SM
MD
LG