Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს


დღეიდან საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს: ნიკოლა სარკოზი, რომელმაც 6 მაისს დამაჯერებელი უპირატესობით სძლია თავის კონკურენტს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.


ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია პარიზში, ელისეს სასახლეში გაიმართა. ჟაკ შირაკი პრეზიდენტის პოსტს გამოეთხოვა, ახალმა პრეზიდენტმა კი, რომელიც ისევე როგორც შირაკი, კონსერვატიული ბანაკის წარმომადგენელია, ფრანგ ხალხს მოუწოდა გაერთიანებისაკენ - მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, რომელიც მკვეთრად იყო გამოკვეთილი საარჩევნო პროცესის მსვლელობაში.

[ნიკოლა სარკოზის ხმა] “ხალხმა მომანდო მანდატი და მას ზედმიწევნით შევასრულებ, ყოველნაირად ვეცდები, ვიყო ღირსი იმ ნდობისა, რომელიც ფრანგმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოიჩინა. დავიცავ საფრანგეთის დამოუკიდებლობას, დავიცავ საფრანგეთის თვითმყოფადობას, პატივის ვცემ სახელმწიფოს ავტორიტეტს და, უპირველეს ყოვლისა, მის მიუკერძოებლობას”.

დღესვე საფრანგეთის ახალი ლიდერი ბერლინში ჩადის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შესახვედრად. ხოლო ის, თუ ვის წარადგენს ნიკოლა სარკოზი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ან ახალი მთავრობის დანარჩენ წევრებად - პარასკევს (18 მაისს) გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG