Accessibility links

logo-print

ვოისლავ კოშტუნიცამ, რომელიც პარლამენტმა ხელახლა


ვოისლავ კოშტუნიცამ, რომელიც პარლამენტმა ხელახლა დაამტკიცა სერბიის მთავრობის თავმჯდომარედ,

ვოისლავ კოშტუნიცამ, რომელიც პარლამენტმა ხელახლა დაამტკიცა სერბიის მთავრობის თავმჯდომარედ,
პირობა დადო, რომ შეეცდება ხელი შეუწყოს ევროკავშირში ქვეყნის მიღებას და რომ ამისათვის ის ითანამშრომლებს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალთან. ამავე დროს მან თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს სერბიიდან კოსოვოს გამოყოფას. "სერბიის მთავრობა არასოდეს დათანხმდება კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივ აღიარებას, რა ფორმითაც უნდა გამოიხატებოდეს ეს. გვინდა, ყველამ იცოდეს, რომ სერბიის მთავრობა კოსოვოს მუდამ სერბიის ნაწილად მიიჩნევს," განაცხადა სერბიის პრემიერ-მინისტრმა. ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა, ოლი რენმა, რომელიც ბელგრადში მოლაპარაკებებს მართავს სერბიის ხელმძღვანელობასთან, თქვა, რომ მალე განახლდება სერბიასთან დიალოგი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG