Accessibility links

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ


საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 17 მაისს გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 17 მაისს გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი
შვეიცარის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან, თბილისის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. მემორანდუმი ითვალისწინებს სამი ორსართულიანი სახლის მშენებლობას. მათში დროებით შესახლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები. საცხოვრებელი ფართის 60 პროცენტი იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეთმობა, ხოლო 40% - სოციალურად დაუცველ ადგილობრივ მოსახლეობას.
საცხოვრებელი სახლები თბილისში, ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში აშენდება.
XS
SM
MD
LG