Accessibility links

logo-print

ყაზახეთის პარლამენტი მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებას


ყაზახეთის პარლამენტი მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებას,

ყაზახეთის პარლამენტი მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებას,
რომელიც შესაძლებელს ხდის ნაზარბაევის განუსაზღვრელი ვადით დარჩენას პრეზიდენტის პოსტზე. პარლამენტის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე მხარდაჭერილი ცვლილების მიხედვით, ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს არ ეხება შეზღუდვა, რომელიც პრეზიდენტობის არაუმეტეს ორ ვადას ითვალისწინებს. ნაზარბაევის მმართველობის ამჟამინდელი, მეორე ვადა 2012 წელს ამოიწურება. კანონპროექტი ახლა ნაზარბაევს გადაეცემა ხელმოსაწერად.
XS
SM
MD
LG