Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლებისთვის ცეცხლის


ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლებისთვის ცეცხლის დაშენის შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა.

ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლებისთვის ცეცხლის დაშენის შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა.
სროლის ფაქტი დაადასტურა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა. თუმცა, მისი თქმით, დაჭრილია ორი ადამიანი. სხვა დეტალებზე ჩოჩიევს არ უსაუბრია. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის დაწყებაში. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 19 მაისს მომხდარ ინციდენტს აფასებს, როგორც “მორიგ შეიარაღებულ პროვოკაციას”. “ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმისადმი დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის ასფალტის ქარხნის ტერიტორიიდან ავტომატური იარაღიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს სოფელ ერგნეთსა და სოფელ ნიქოზს, რასაც შეიარაღებული პროვოკაციის აღკვეთის მიზნით იძულებითი, საპასუხო გამაფრთხილებელი ცეცხლი მოჰყვა”, ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG