Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ რუმინეთს მოუწოდა, განაახლოს ანტიკორუფციული


ევროკომისიამ რუმინეთს მოუწოდა, განაახლოს ანტიკორუფციული ზომების მიღება

ევროკომისიამ რუმინეთს მოუწოდა, განაახლოს ანტიკორუფციული ზომების მიღება
მას შემდეგ, რაც რუმინელი ამომრჩევლების 74 პროცენტი მიემხრო პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს დარჩენას პრეზიდენტის პოსტზე. გუშინდელ რეფერენდუმში ელექტორატი არ მიემხრო ბასესკუს იმპიჩმენტს, რასაც პოლიტიკური ოპონენტები მოითხოვენ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა, მათი შეფასებით, თავის უფლებამოსილებებს გადაამეტა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გამოთქვა იმედი, რომ რეფერენდუმის შედეგი ხელს შეუწყობს რუმინეთს სამართლებრივი რეფორმების გაგრძელებაში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით.
XS
SM
MD
LG