Accessibility links

logo-print

ბრიტანეთში მზადდება რუსეთის მიმართ ოფიციალური


ბრიტანეთში მზადდება რუსეთის მიმართ ოფიციალური თხოვნა ანდრეი ლუგოვოის ექსტრადიციის შესახებ.

ბრიტანეთში მზადდება რუსეთის მიმართ ოფიციალური თხოვნა ანდრეი ლუგოვოის ექსტრადიციის შესახებ.
ლუგოვოი ეჭვმიტანილია რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილ მუშაკ, მოგვიანებით კრემლის ოპოზიციონერ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში. რუსეთს - თავის კონსტიტუციაზე მითითებით - უკვე არაერთხელ უთქვამს უარი ლუგოვოის ექსტრადიციაზე. ამასთან, რუსი ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ ლუგოვოის რუსეთშივე გასამართლებას. ამასობაში, რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთში ლიტვინენკოს მკვლელობის გამოძიება არ იქონიებს გავლენას ბრიტანეთთან მოსკოვის ურთიერთობაზე.
XS
SM
MD
LG