Accessibility links

logo-print

ქურთების სეპარატისტული ორგანიზაცია უარყოფს ბრალდებას


ქურთების სეპარატისტული ორგანიზაცია უარყოფს ბრალდებას,

ქურთების სეპარატისტული ორგანიზაცია უარყოფს ბრალდებას,
თითქოს მის მიერ იყო ორგანიზებული ანკარაში სამშაბათს მოწყობილი აფეთქება, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქურთისტანის მუშათა პარტია - "პეკაკა" - ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებაში ირწმუნება, რომ მას არანაირი კავშირი არა აქვს აფეთქებასთან. მანამდე ანკარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ გუშინ თურქეთის დედაქალაქში მოეწყო იმ ტიპის აფეთქება, როგორსაც, ჩვეულებრივ, ქურთი მეამბოხეები ახორციელებენ.
XS
SM
MD
LG