Accessibility links

logo-print

დასავლეთ ციმბირში, კემეროვოს ოლქში, ნოვოკუზნეცკის


დასავლეთ ციმბირში, კემეროვოს ოლქში, ნოვოკუზნეცკის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 38 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აფეთქებისას მაღარო "იუბილეინაიაში" 217 ადამიანი იმყოფებოდა.

დასავლეთ ციმბირში, კემეროვოს ოლქში, ნოვოკუზნეცკის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 38 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აფეთქებისას მაღარო "იუბილეინაიაში" 217 ადამიანი იმყოფებოდა.
რუსეთის ხელისუფალების წარმომადგენელთა განცხადებით, მაღაროდან ცოცხალი ამოიყვანეს 179 ადამიანი, 6 მათგანი დაჭრილია. ავარიის მიზეზების დასადგენად კვლევა უკვე დაიწყეს რუსეთის ტექნიკური კონტროლის უწყების ექსპერტებმა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ "იუბილეინაიას" მფლობელ კომპანიას - "იუჟკუზბასუგოლს" – ლიცენზია ჩამოერთვას. სწორედ ამ კომპანიის ხელშია მაღარო "ულიანოვსკაიაც", რომელში მომხდარმა აფეთქებამ მარტში 110 მაღაროელის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG