Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთა


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთა გადაწყვეტილებით, რეგიონში ზნაურის რაიონის სოფლებისაკენ შემოვლითი გზები უნდა იქნეს გაყვანილი,

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთა გადაწყვეტილებით, რეგიონში ზნაურის რაიონის სოფლებისაკენ შემოვლითი გზები უნდა იქნეს გაყვანილი,
რასაც თბილისი რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად მიიჩნევს. ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებულ გზებს არა ჰუმანიტარული, არამედ სამხედრო დანიშნულება აქვს.

რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის მეთაურს, მამუკა ყურაშვილს, რომლის განცხადებითაც, სამშვიდობო ძალებმა არ დაუშვეს სეპარატისტების მცდელობა, გაეყვანათ გზა სოფელ ხეთაგუროვოდან სოფელ დიდმუხისკენ. ყურაშვილის განცხადებით, მოხერხდა დაძაბულობის განმუხტვა.
XS
SM
MD
LG