Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელის მიერ ჰამასის 33 ლიდერის დაკავების გამო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელის მიერ ჰამასის 33 ლიდერის დაკავების გამო.
თუმცა დეპარტამენტის წარმომადგენელი ტომ ქეისი ამბობს იმასაც, რომ ჰამასი "უცხო ქვეყნის ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობს." მდინარე იორდანეს მარჯვენა ნაპირზე ისრაელმა სამხედროებმა ჰამასის მაღალი რანგის 33 წარმომადგენელი დააკავეს. მათ შორის არის განათლების მინისტრი ნასერ შაერი. პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებით, ამგვარი მოქმედება სამშვიდობო პროცესისთვის მიყენებული დარტყმაა. 24 მაისს პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა ღაზის სექტორში შეხვდნენ ერთმანეთს. სოლამან ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირებულ მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ, მალევე, ისრაელის სამხედრო ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანა ჰამასის ბაზებზე.
XS
SM
MD
LG