Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის


უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის გენერალური პროკურორი სვიატოსლავ პისკუნი.

უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის გენერალური პროკურორი სვიატოსლავ პისკუნი.
ვიქტორ იუშჩენკოს თქმით, პისკუნის გენერალური პროკურორის პოსტზე და პარლამენტის წევრად ერთდროულად მუშაობამ კრიზისი გამოიწვია. პისკუნი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირეა, იუშჩენკოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და არ აპირებს დაემორჩილოს მას. გადაყენებული გენერალური პროკურორი, თანამოაზრეებთან ერთად, თავის ოფისში იმყოფება. შენობის დასაცავად პოლიციელები გაგზავნა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვასილი ცუშკომ, რომელიც ასევე იანუკოვიჩის მოკავშირეა.
XS
SM
MD
LG