Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში რეგიონებიდან გადააგზავნეს უკრაინის შინაგანი


კიევში რეგიონებიდან გადააგზავნეს უკრაინის შინაგანი ჯარების 2000-კაციანი კონტიგენტი,

კიევში რეგიონებიდან გადააგზავნეს უკრაინის შინაგანი ჯარების 2000-კაციანი კონტიგენტი,
რომელიც პრეზიდენტ იუშჩენკოს მხარდამჭერია. შინაგან საქმეთა მინისტრი მომხდარის საქმის კურსში არ იყო. ვასილი ცუშკომ განცხადება კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე 26 მაისს გააკეთა და პსუხისმგებლობა აირიდა. (ცუშკო ხმა) "თუკი შინაგანი ჯარების ხელმძღვანელობამ თავის თავზე აიღო და გადაადგილა ჯარები, თავადვე აგებს პასუხს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი ბრძანება არ არსებობს, ხელი არ მომიწერია არცერთი ჯარისკაცის გადაადგილებაზე. ვინც დაძრა ჯარი, პასუხსაც სწორედ ისინი აგებენ". ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, პრეზიდენტმა სამხედრო ძალები გენერალური პროკურატურისა და საკონსტიტუციო სასამართლოს დასაცავად გაგზავნა. სწორედ ეს ორი ინსტიტუცია ფიგურირებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის და პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ბოლო დღეების დაპირისპირებაში. ვითარება უკრაინაში მას ემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა გენერალური პროკურორი მოხსნა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები საკუთარ დაქვემდებარებაში გადაიყვანა. 26 მაისს ერთმანეთთან დაპირისპირებული პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ.
XS
SM
MD
LG