Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის მთავრობას მყარად აქვს გადაწყვეტილი


ლიბანის მთავრობას მყარად აქვს გადაწყვეტილი, ბოლო მოუღოს ისლამისტებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას

ლიბანის მთავრობას მყარად აქვს გადაწყვეტილი, ბოლო მოუღოს ისლამისტებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას
ქვეყნის ჩრდილოეთში. ლიბანის ტერიტორიაზე არსებულ პალესტინურ ორგანიზაციებს მიეცათ ვადა მომავალი კვირის შუამდე, რათა დაარწმუნონ "ფათჰ ალ-ისლამის" შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, რომ ნებაყოფლობით დანებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარები იერიშით აიღებენ ლტოლვილთა ბანაკს ტრიპოლის მახლობლად, სადაც არიან გამაგრებული ექსტრემისტები. "ფათჰ ალ-ისლამის" ლიდერმა გუშინ განაცხადა, რომ მეამბოხეები არ დაყრიან იარაღს.

XS
SM
MD
LG