Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა,
ერთპიროვნულად ნუ გადაწყვეტენ კოსოვოს ბედს. გერმანიის ქალაქ პოტსდამში, ე.წ. "დიდი რვიანის" შეხვედრაზე გამოსვლისას, ლავროვმა განაცხადა, რომ სერბიის ამ პროვინციის დამოუკიდებლობის საკითხზე არსებული უთანხმოება მხოლოდ ბელგრადისა და პრიშტინის მოლაპარაკებამ შეიძლება მოაგვაროს. დასავლეთის ქვეყნებმა მოიწონეს გაეროს რეზოლუცია, რომელიც კოსოვოს ფაქტობრივ დამოუკიდებლობას ანიჭებს. რეზოლუციას ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG