Accessibility links

აშშ-მა "აბსურდული" უწოდა ჯაშუშობის ბრალდებას


აშშ-მა "აბსურდული" უწოდა ჯაშუშობის ბრალდებას,

აშშ-მა "აბსურდული" უწოდა ჯაშუშობის ბრალდებას,
რომელიც დასავლური ორგანიზაციების სამ თანამშრომელს წაუყენეს - ამ პირებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ - ირანისა და შეერთებული შტატების. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ იქნენ აშშ-ში მომუშავე სოციოლოგი კაიენ ტაჯბაჰში და ვაშინგტონის ვუდრო უილსონის სახელრობის ინსტიტუტის თანამშრომელი ქალი ჰალეჰ ესფანდიარი. ანტისამთავრობო მოღვაწეობაში დაადანაშაულეს ფარნაზ აზიმა - ჩვენი რადიოს სპარსული სამსახურის თანამშრომელი. აზიმას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ. აი, რა განაცხადა ყოველივე ამასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომ კეისიმ: [ტომ კეისის ხმა] "ყოველი მათგანი კერძო პირია და მათ არაფერი აქვთ საერთო შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობაში არსებულ დაძაბულობასთან თუ ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსიებთან. სრული აბსურდია იმის ფიქრი, რომ ისინი ჯაშუშობას ეწევიან და რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნიან ირანის რეჟიმს."
XS
SM
MD
LG