Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აშშ-მა


მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აშშ-მა რობერტ ზელიკის კანდიდატურა წამოაყენა.

მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აშშ-მა რობერტ ზელიკის კანდიდატურა წამოაყენა.
ზელიკმა, რომელიც უწინ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობდა, ამ თანამდებობაზე უნდა შეცვალოს ახლახან, სკანდალის შედეგად გადამდგარი პოლ ვულფოვიცი. ვულფოვიცი თავის საყვარელს სამსახურებრივ წინსვლაში ეხმარებოდა. რობერტ ზელიკის კანდიდატურა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა წამოაყენა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ზელიკმა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ლიდერთა ნდობა და მხარდაჭერა მოიპოვა. მას ღრმად სწამს მსოფლიო ბანკის მისიისა. იგი აპირებს, ხელი შეუწყოს სიღარიბესთან ბრძოლას და ხალხს უკეთესი ცხოვრების იმედი ჩაუსახოს. ბობ ზელიკი ჭეშმარიტად ერთგულია ამ საქმისა." მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წამოყენების შემდეგ თავად ზელიკმა განაცხადა: [რობერტ ზელიკის ხმა] "მსოფლიო ბანკმა მძიმე პერიოდი გამოიარა. გაწბილებამ და შეშფოთებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენი ორგანიზაციის მომავალზე. მაგრამ ჩვენ ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ. დარწმუნებული ვარ, უკეთესი მომავალი გველის. მზად ვარ, ვითანამშრომლო ბანკის პროფესიონალებთან, რომელთა მთავარი საზრუნავი სხვებისთვის დახმარების აღმოჩენაა. მინდა მოვისმინო მათი წინადადებები იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიზნის მისაღწევად."
XS
SM
MD
LG