Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ბიზნესმენი ანდრეი ლუგოვოი, რომელსაც


რუსი ბიზნესმენი ანდრეი ლუგოვოი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში სდებს ბრალს,

რუსი ბიზნესმენი ანდრეი ლუგოვოი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში სდებს ბრალს,
ირწმუნება, რომ ის განტევების ვაცად გამოჰყავთ. ლუგოვოიმ ეს განცხადება მისკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაკეთა. მან თქვა, რომ ლიტვინენკოს მკვლელობაში დამნაშავეა ბრიტანეთის სპეცსამსახურები, ბორის ბერეზოვსკი ან რუსეთის მაფია: (ლუგოვოის ხმა) "ეჭვი არ მეპარება ერთში, რომ ლიტვინენკოს მოწამვლა არცერთ შემთხვევაში არ დარჩებოდა დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების კონტროლის მიღმა. და მე მესმის, რატომ ჭიანურდებოდა ბრალის წაყენების პროცესი. ბრიტანელები შიშობდნენ, რომ, ჩემთვის ბრალის წაყენების შემთხვევაში, მე ავლაპარაკდებოდი და გავახმაურებდი ყველა იმ უკანონობას, რომლებსაც ბრიტანეთის სპეცსამსახურები, ლიტვინენკოსთან და ბერეზოვსკისთან ერთად, ჩემს წინააღმდეგ სჩადიოდნენ." საბჭოთა საიდუმლო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ანდრეი ლუგოვოი ამბობს, რომ ბორის ბერეზოვსკი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის "ემაი 6"-ის თანამშრომელია და რომ ეს ორგანიზაცია მასთანაც ცდილობდა დაახლოვებას, რათა ინფორმაციები მოეძიებინა პრეზიდენტ პუტინზე და მის ოჯახზე. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყება ლუგოვოის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ლიტვინენკოს საქმე "კრიმინალთან" უფრო არის დაკავშირებული, ვიდრე – სადაზვერვო საქმიანობასთან. ბრიტანეთი რუსეთიდან ლუგოვოის ექსტრადიციას ითხოვს. თავად ლუგოვოი კი აცხადებს, რომ მას არავითარი ბრალი არ მიუძღვის ლიტვინენკოს მოწამვლაში. ის 2006 წლის ნოემბერში პოლონიუმ 210-ით მოწამლეს.
XS
SM
MD
LG