Accessibility links

logo-print

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეფაქტო


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეფაქტო მთავრობამ ქართულ სოფლებს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა,

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეფაქტო მთავრობამ ქართულ სოფლებს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა,
რასაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არაადექვატურს ქცევას უწოდებს. ასეთი განცხადება ნინო ბურჯანაძემ სანქტ-პეტერბურგში გააკეთა. მისი თქმით, ყველას კარგად ახსოვს, თუ რა შედეგით სრულდება მსგავსი ნაბიჯები. პარლამენტის თავმჯდომარემ მაგალითად დაასახელა ხიდების აფეთქება აჭარაში, ასლან აბაშიძის რეჟიმის მიერ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საპარლამენტო დელეგაცია დსთ-ის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თბილისში 2 ივნისს დაბრუნდება.

XS
SM
MD
LG