Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მისი ქვეყანის მიერ ბალისტიკური რაკეტის შექმნა და გამოცდა პასუხია აშშ-ის მცდელობაზე

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მისი ქვეყანის მიერ ბალისტიკური რაკეტის შექმნა და გამოცდა პასუხია აშშ-ის მცდელობაზე
– "აავსოს აღმოსავლეთი ევროპა უახლესი იარაღით ". პუტინი საუბრობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტები პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა ისიც, რომ თანამედროვე "გამალებული შეიარაღებისთვის" პასუხისმგებლობა რუსეთს არ ეკისრება. რუსეთის პრეზიდენტი "იმპერიალიზმზე" საუბრობს: (პუტინის ხმა) "საერთაშორისო ურთიერთობებს ზოგიერთ მონაწილეს უჩნდება სურვილი თავს მოახვიოს თვისი ნება ყველას და ყველაფერში, ყველა საკითხში ისე, რომ არ გაიაზროს თავისი მოქმედებები საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებულ ნორმებთან შესაბამისობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სახიფათო და საზიანოა. ისინი ცდილობენ საერთაშორისო სამართლის ნორმები პოლიტიკური მიზანშეწონილობით შეცვალონ. და რა არის ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა? ვინ განსაზღვრავს მას? ჩვენი აზრით, ეს არაფერია სხვა, თუ არა – დიქტატი... და არაფერი სხვა, თუ არა – იმპერიალიზმი." ახალი იარაღი რუსეთმა 29 მაისს გამოსცადა და განაცხადა, რომ ეს არის კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც რაკეტსაწინააღმდეგო ყველანაირი ბარიერის გარღვევა შეუძლია.
XS
SM
MD
LG