Accessibility links

logo-print

რუსეთს ხელს არ აძლევს კოსოვოს


რუსეთს ხელს არ აძლევს კოსოვოს საკითხზე შემუშავებული ახალი რეზოლუციის პროექტი,

რუსეთს ხელს არ აძლევს კოსოვოს საკითხზე შემუშავებული ახალი რეზოლუციის პროექტი,
რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანეს აშშ-მა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ. ძირითად საკითხებში გეგმა უცვლელია: კოსოვოს მიენიჭოს დამოუკიდებლობა, ოღონდ საწყის ეტაპზე მას გაერო გააკონტროლებს. შერბილებულია რამდენიმე ფორმულირება. რეზოლუციის პროექტის კომენტირებისას, გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა: [ვიტალი ჩურკინის ხმა] "სიტყვა "ვეტოს" არ წარმოვთქვამ, სანამ კენჭისყრის წინ ოფიციალურ ინსტრუქციას არ მივიღებ. მაგრამ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რით დამთავრდება კენჭისყრაზე დაყენება კოსოვოს საკითხზე რეზოლუციის ისეთი პროექტისა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის მიუღებელი იქნება. ამ მხრივ, უშიშროების საბჭოში ჩვენი კოლეგებისთვის, ვფიქრობ, ყველაფერი დღესავით ნათელია." რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ პრობლემა ბელგრადსა და პრიშტინას შორის მოლაპარაკების გზით მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG