Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი აცხადებს,

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი აცხადებს,
რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობს ბი-ბი-სის კორესპონდენტის ალან ჯონსტონის დასახსნელად.
პერმიერის ეს განცხადება მას შემდეგ გაისმა, რაც დღეს ინტერნეტით გავრცელდა ჟურნალისტის ვიდეომიმართვა. ალან ჯონსტონი 12 მარტს, ღაზის სექტორში მოიტაცეს პალესტინელთა დაჯგუფების - "ისლამის არმიის" - წევრებმა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას კარგად ექცევიან. მიმართვის მთელს დანარჩენ ნაწილში ის აკრიტიკებს ერაყსა და ავღანეთში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქმედებას. ალან ჯონსტონის გამტაცებლებმა გაიმეორეს თავიანთი მოთხოვნა: გაათავისუფლონ დიდ ბრიტანეთში დაპატიმრებული ყველა მაჰმადიანი ექსტრემისტი.
XS
SM
MD
LG