Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საოლქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა


მოსკოვის საოლქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს განსასჯელი,

მოსკოვის საოლქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს განსასჯელი,
რომელსაც ბრალი ედებოდა სომეხი მამაკაცის, 19 წლის არტურ სარდარიანის მკვლელობაში. სარდარიანი შარშან მაისში, მოსკოვის მახლობლად, საგარეუბნო მატარებელში მოკლეს. გამოძიების მონაცემებით, ორი ახალგაზრდა ჯერ დაემუქრა სარდარიანს, ხოლო შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავისა და კისრის არეში. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, მსაჯულებმა მხედველობაში მიიღეს მხოლოდ განსასჯელის მეგობართა ჩვენება, რომლის თანახმადაც მათ მთელი საღამო ერთად გაატარეს. დაღუპულის ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
XS
SM
MD
LG