Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილ გენერალს


ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილ გენერალს ზდრავკო ტოლიმირს, რომელსაც ბრალად ედება

ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილ გენერალს ზდრავკო ტოლიმირს, რომელსაც ბრალად ედება
გენოციდის განხორციელება 90-იანი წლების ბოსნიის ომის დროს, ჰააგის ტრიბუნალს გადასცემენ. ტოლიმირი გუშინ დააკავეს ბოსნიისა და სერბიის საზღვარზე. ომის დროს გენერალი უშუალოდ ემორჩილებოდა ბოსნიელ სერბთა არმიის სარდალს რატკო მლადიჩს, რომელმაც ქალაქ სრებრენიცაში, მაჰმადიანი მამაკაცების მასობრივი განადგურების ბრძანება გასცა. აი, რა თქვა ზდრავკო ტოლიმირის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენელმა ოლგა კავრანმა: [ოლგა კავრანის ხმა] "იმედი გვაქვს, რომ სრებრენიცაში მოწყობილი გენოციდისთვის პასუხისმგებელი მთავარი პირები - რატკო მლადიჩი და რადოვან კარაჯიჩი - მას მიჰყვებიან."
XS
SM
MD
LG