Accessibility links

logo-print

ირანი პირობას დებს, რომ ითანამშრომლებს


ირანი პირობას დებს, რომ ითანამშრომლებს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან.

ირანი პირობას დებს, რომ ითანამშრომლებს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან.
ამის შესახებ განაცხადა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ, რომელიც გუშინ მადრიდში შეხვდა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებში ამ ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელს ალი ლარიჯანის. აშშ-მა უკვე გააფრთხილა თეირანი, რომ თუ სურს, თავიდან აიცილოს გაეროს მხრიდან ახალი სანქციების შემოღება, მან უნდა შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნები ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ.
XS
SM
MD
LG