Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ "შეცდომა" უწოდა კოჯრის ბატალიონში

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ "შეცდომა" უწოდა კოჯრის ბატალიონში
გუშინ მომხდარ ინციდენტს. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ქუთელიამ თქვა, რომ ახალგაზრდები, რომლებმაც სამხედრო ბაზა დროზე ადრე დატოვეს, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. "გაუგებარია, რატომ მოინდომეს ამ ადამიანებმა დროზე ადრე წასვლა მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში სამხედრო სავალდებულო სამსახური უმთავრდებოდათ" - აღნიშნა ქუთელიამ. მისი თქმით, შესაბამისმა ორგანოებმა მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყეს. ხუთშაბათს კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადიდან ოცი ჯარისკაცი გაიქცა. ისინი სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიოდნენ და რამდენიმე დღეში სამსახურის ვადა ეწურებოდათ. მიღებული ცნობების თანახმად, გაქცეულთაგან ნახევარზე მეტი ბრიგადაში დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG