Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირისა და სერბიის მოლაპარაკება


ევროპის კავშირისა და სერბიის მოლაპარაკება დაახლოების შესახებ ივნისის პირველ ნახევარში შეიძლება დაიწყოს.

ევროპის კავშირისა და სერბიის მოლაპარაკება დაახლოების შესახებ ივნისის პირველ ნახევარში შეიძლება დაიწყოს.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ოლი რენმა. [ოლი რენის ხმა] "მოლაპარაკების დაწყებას ივნისის პირველ ნახევარშივე შევძლებდით. მაგრამ მანამდე უნდა მოვისმინო გენერალური პროკურორის კარლა დელ პონტეს მოსაზრება, როცა ის ბელგრადიდიან დაბრუნდება. მის აზრს აუცილებლად გავითვალისწინებ." შარშან ევროკავშირმა შეაჩერა მოლაპარაკება სერბიასთან. მაშინ ბელგრადმა არ შეასრულა მთავარი მოთხოვნა - ეთანამშრომლა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალთან და ხელი შეეწყო მისთვის ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერების, სამხედრო დამნაშავეებად მიჩნეული რადოვან კარაჯიჩისა და რატკო მლადიჩის დაპატიმრებაში. ახლა, ყოფილი გენერლის ზდრავკო ტოლიმირის დაპატიმრების შემდეგ, ევროკავშირმა აშკარად შეარბილა პოზიცია.
XS
SM
MD
LG