Accessibility links

logo-print

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, რუსეთი


პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, რუსეთი აშშ-ის "მტერი არ არის" და ამიტომ, რუსეთს არ უნდა ეშინოდეს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, რუსეთი აშშ-ის "მტერი არ არის" და ამიტომ, რუსეთს არ უნდა ეშინოდეს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის
ევროპაში განთავსების. (ბუშის ხმა) "მოუთმენლად მოველი საუბარს პრეზიდენტ პუტინთან, არა მხოლოდ დიდი რვიანის სამიტზე, არამედ შემდეგაც, როცა ის აშშ-ში ჩამოვა. მე მეს ვეტყვი – იცი, ვლადიმირ (მე მას სახელით მივმართავ), თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის. და საერთოდ, რატომ არ თანამშრომლობთ ჩვენთან ამ საკითხთან დაკავშირებით." ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 5 ივნისს პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანამდე ის, ჩეხეთის პრეზიდენთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, ანტისარაკეტო თავდავის სიტემის ელემენტის – რადარის – ჩეხეთის ტერიტორიაზე განთავსების საკითხს განიხილავდა. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსებას სასტიკად ეწინააღმდეგება რუსეთი. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი თავის რაკეტებს ევროპისკენ მიმართავს. რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების საუბარი მიმდინარე კვირაში შედგება, დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში. 5 ივნისს, პრეზიდენტი ბუში პრაღიდან ჩავიდა გერმანიის ქალაქ როსტოკში, რომლის მახლობლად, საკურორტო ქალაქ ჰაილიგენდამში, 6 ივნისს "დიდი რვიანის" სამიტი გაიხსნება.
XS
SM
MD
LG