Accessibility links

გერმანიაში, ბალტიის ზღვისპირა კურორტ ჰაილიგენდამში


გერმანიაში, ბალტიის ზღვისპირა კურორტ ჰაილიგენდამში "დიდი 8"-ის სამიტზე შეკრებილი ლიდერები

გერმანიაში, ბალტიის ზღვისპირა კურორტ ჰაილიგენდამში "დიდი 8"-ის სამიტზე შეკრებილი ლიდერები
წინასწარ მოლაპარაკებებს შეუდგნენ თვით სამიტის დაწყებამდე. საღამოს კი სამიტის მონაწილეები საზეიმო ვახშამზე მიიწვიეს. "დიდი 8"-ის წლევანდელი სამიტის ფონია დაძაბულობა, გამოწვეული აშშ-ის გეგმით, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსოს პოლონეთსა და ჩეხეთში, რაც რუსეთის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჰაილიგენდამში დღეს ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან. კანცლერი მერკელი რუსეთის პრეზიდენტსაც შეხვდა. იუწყებიან აგრეთვე, რომ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ქვისმსროლელი დემონსტრანტების წინააღმდეგ. "დიდი 8"-ის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილმა შეძლო მისვლა ღობესთან, რომელიც სამიტისთვის განკუთვნილ ტერიტორიას აქვს შემორტყმული. "დიდი 8"-ის წევრი ქვეყნები არიან აშშ, კანადა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, გერმანია და რუსეთი.
XS
SM
MD
LG