Accessibility links

logo-print

გერმანიის ბალტიისპირა კურორტ ჰაილიგენდამში გრძელდება


გერმანიის ბალტიისპირა კურორტ ჰაილიგენდამში გრძელდება დიდი რვიანის სამიტი.

გერმანიის ბალტიისპირა კურორტ ჰაილიგენდამში გრძელდება დიდი რვიანის სამიტი.
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისა და რუსეთის ლიდერებმა მიაღწიეს უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას "სათბურის გაზების" ემისიის მკვეთრი შემცირების შესახებ. ამის თაობაზე განაცხადა სამიტის მასპინძლემა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მერკელის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს ნახშირორჟანგის ემისიის ზრდის შეჩერებას და შემდეგ სერიოზულ შემცირებას. მაგრამ კონკრეტული მიზნების შესახებ სამიტზე საუბარი არ ყოფილა. გლობალური დათბობის გარდა სამიტზე განიხილება კოსოვოს სტატუსთან და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები.

XS
SM
MD
LG