Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-მა უნდა შეაჩეროს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსების გეგმაზე მუშაობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-მა უნდა შეაჩეროს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსების გეგმაზე მუშაობა
მანამ, ვიდრე დღის წესრიგში დგას რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადების განხილვა. საუბარია აზერბაიჯანში განთავსებული რადიოსალოკაციო სადგურის ამერიკისა და რუსეთის მიერ ერთობლივად გამოყენების გეგმაზე, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა ამერიკელ კოლეგას გააცნო გერმანიის ქალაქ ჰაილიგენდამში (დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში), 7 ივნისს გამართულ პირისპირ შეხვედრაზე. მართალია, ბუშმა პუტინის "წინადადება-სიურპრიზს" "საინტერესო" უწოდა, მაგრამ 8 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, ის კვლავ აქტიურად საუბრობდა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის რადარის ჩეხეთში, ხოლო გადამტაცი რაკეტების – პოლონეთში განთავსების გეგმაზე. გეგმას, რომელიც ვაშინგტონს ეკუთვნის, სასტიკად ეწინააღმდეგება რუსეთი.
XS
SM
MD
LG