Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


"დიდი და პატარა ლიახვის სოფლების მოსახლეობა სარწყავი წყლის პრობლემის წინაშეა” ასე იწყება ორშაბათის პუბლიკაცია გაზეთ "24 საათში".

გაზეთი "მთელი კვირა" კი ორშაბათს წერდა: "დე ფაქტო პრეზიდენტმა ულტიმატუმის ენაზე დაიწყო საუბარი და რეგიონიდან სანაკოევის მთავრობის გაყვანა მოითხოვა.” გაზეთი ცდილობს გაარკვიოს "რატომ სურს კოკოითს სააკაშვილთან შეხვედრა”. ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე პუბლიკაციაში აღნიშნავს: "ხშირ შემთხვევაში კოკითს საკუთარი განცხადედბების უკან წაღებაც უხდება. რადგან მის განცხადებებს ყურს არ უგდებს არავინ. არა მარტო მისი მოწინააღმდდეგეები, არამედ მფარველებიც კი. ამიტომ მან ნაბიჯის გადადგმა და სააკაშვილთან შეხვედრა მოისურვა”. - ვკითხულობთ გაზეთში.

ქართული პრესა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას მთელი კვირა აშუქებდა: ”წყლის ომიდან ადამიანებით ვაჭრობამდე” ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი - ”ახალი 7 დღე” და აღწერს ვითარებას, როცა კონფლიქტის ზონაში წყლით მომარაგების გამო არსებულ მძიმე ვითარებას ადამიანთა გატაცების ფაქტებიც დაემატა. ციტატა პუბლიკაციიდან: ”ცხინვალში პანიკაა. როგორც ”ახალი 7 დღისთვის” გახდა ცნობილი, ქალაქის მოსახლეობა ნელ-ნელა გადის ცხინვალიდან. ქალაქიდან გაჰყავთ ბავშვები, რომლებიც ორ კვირაზე მეტია, სასმელ წყალს მკაცრად განსაზღვრული ულუფებით სვამენ. ლიახვის წყალმა თავად ცხინვალელებს შორისაც გაიარა და ერთმანეთთან დააპირისპირა ისინი. ” წერს ”ახალი 7 დღე”.

ხუთშაბათს კი გაზეთი 24 საათი ოსი სეპარატისტების ალტერნატიული წყალსადენის პროექტზე გვიამბობდა: "ცხინვალის უწყლოდ დარჩენის გამო ოსმა სეპარატისტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა "ეგრა ცხინვალის” წყალსადენის პროექტის შედგენაზე. რომელიც ქართული სოფლების გვერდის ავლით უნდა აშენდეს.” - ვკითხულობთ 7 ივნისის 24 საათში.

”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის წევრთან, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან. ზაქარეიშვილის აზრით - საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას რუსეთის სურვილის რეალიზაცია - არ უნდა ჩაებას გრძელვადიან საომარ მოქმედებებში და როგორმე მცირემასშტაბიანი საომარი მოქმედებით უნდა დასაჯოს ოსი სეპარატისტები.

სამშაბათს გაზეთი რეზონანსი პირველივე გვერდზე 81 წლის კაცის ბედის შესახებ აუწყებს მკითხველს. "81 წლის მოხუცს პროკურატურა 5-ტონიანი ავზის ქურდობაში სდებს ბრალს. განსასჯელი კი ჯართის უკანონო ბიზნესში ადგილობრივი პილიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. მისი თქმით გამომძიებელმა იგი შეცდომაში შეიყვანა და ხელი აღიარებით ჩენებაზე მოაწერინა. "ომის ვეტერანი ვარ ამ ქვეყნად პატიოსნად მიცხოვრია და არ მინდა ქურდის სახელით მოვკვდე”. ამბობს 81 წლის მოხუცი, რომელსაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იგი დახმარებას უფლებადაცვით ორგანიზაციებს თხოვს” - წერს 5 ივნისის გაზეთი "რეზონანსი".

ხუთშაბათს ქართული გაზეთები კონტროლის პალატაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე წერდნენ. ციტატა გაზეთ რეზონანსის პუბიკაციიდან: "კონტროლის პალატა ერთადერთი ორგანოა, რომელსაც რეფორმა არ შეხებია - ასეთი შეფასება გააკეთა უწყების ახალდანუშნულმა ხელმძღვანელმა ლევან ჭოლაძემ გუშინ მისი უწყების რევიზორების დაკავების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. უმრავლესობის წევრებმა კი აღნიშნეს, რომ პალატაში კორუფციასთან ბრძოლა აქმდე არ მიმდინარეობდა.” - ვკითხულობთ გაზეთ "რეზონანსში".

გაზეთი 24 საათი კი ამ თემაზე სტატიას ასეთი სათაურით აქვეყნებს: "დაპატიმრება ჟურნალისტების თანხლებით”. სტატია ასე იწყება: "დაუშვებელია, ვიდეოკამერებისა და ჟურნალისტების თანხლებით, ხმაურიანი გაპიარებული სპეცოპერაციების ჩატარება” - საერთაშორისო ორგანოზაციების ასეთი შენიშვნა რეკომრნდაციები, როგორც ჩანს მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისათვის, რომელმაც გუშინ სპეცოპერაციაზე სპეციალურად მიპატიჟებული ჟურნალსტებისა და ოპერატორების თანხლებით შემოვლა ჩაატარა და სულ რაღაც საათნახევარში თერთმეტ ადამიანს ვიდეოკამერებისა და მიკრიფონების ფონზე დაადო ხელბორკილი. ”

კვირის დასაწყისში გაზეთი "ახალი თაობა” კოკითისა და ბაღაფშის მოსკოვში ვიზიტის შესახებ წერდა: "ძველმა მეგობრებმა ერთმანეთი მოინახულეს. ბუნებრივია ეთმანეთს საქათველოზეც დაელაპარაკნენ, შემდეგ კი, პრესკონფერენცია გამართეს”, წერს გაზეთი. პრესკონფერენციაზე "კოკოითი დაგვპირდა, რომ რომ თუ აზრზე არ მოვალთ, მთელ გორს დაგვიტოვებს, უწყლოდ. სერგეი ბაღაფში კი ენგურჰესის გაჩერებით დაგვემუქრა” - წერდა გაზეთი "ახალი თაობა".

კვირის ბოლოს კი უშუქობას გადაჩვეული თბილისს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებოდა.
"საქართველოს ჩაბნელება ემუქრება?" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას შაბათის "ალია" და შემდეგ შეკითხვებს სვამს: "რატომ ითიშება შუქი საქართველოში? როგორი არჩევანის წინაშე დააყენეს სააკაშვილი და რა კავშირი აქვს თბილისის ჩაბნელებას სანკტ პეტერბურგში პუტინი სააკაშვილის შეხვედრასთან?” - ვკითხულობთ შაბათის "ალიაში".

საქართველოს პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტისა და პუტინთან შეხვედრის შესახებ შაბათის "24 საათი" სტატიაში "შეუძლებელი მისია" წერს: "მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს უნდა შეხვდეს. საქართველოს და რუსეთის მედიაში პოლიტოლოგები, ექსპერტები და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებს. ყველა შეხვედრის დასრულებას ელის” - ვკითხულობთ შაბათის "24 საათში".
XS
SM
MD
LG