Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა


საქართველოს პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა
რუსეთის პრეზიდენტთან (9 ივნისს) გამართული შეხვედრის შემდეგ. 10 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: (მიხეილ სააკაშვილის ხმა) "რუსეთის მხარემ აიღო ვალდებულება, ეტაპობრივად მოხსნას ის შეზღუდვები, რომელიც შემოღებული იქნა. ეს არის მათი ვალდებულება, და მე იმედი მაქვს, რომ ისინი ამას შეასრულებენ, მაგრამ ყველა ამ შეხვედრის დროს ვრწმუნდები აბსოლუტურად ერთ რამეში ზედმიწევნით ზუსტად, რომ ჩვენი საქმე არის ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენი ხელით გასაკეთებელი. არავინ არაფერს ჩვენ ნაცვლად არ გააკეთებს..." სანქტ-პეტერბურგში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტი სააკაშვილი გულთბილად შეხვდნენ. პრეზიდენტ სააკაშვილის ტურნე 10 ივნისს საფრანგეთით გრძელდება.
XS
SM
MD
LG