Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა მოლაპარაკებას


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა მოლაპარაკებას, რომელიც კოსოვოს მომავალ სტატუსს შეეხება, უნდა ჰქონდეს ერთი მიზანი –

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა მოლაპარაკებას, რომელიც კოსოვოს მომავალ სტატუსს შეეხება, უნდა ჰქონდეს ერთი მიზანი –
კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭება. ასეთი განცხადება, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, ჯორჯ ბუშმა გააკეთა 10 ივნისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არ ემხრობა დაუსრულებელი დიალოგის იდეას იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ბუშმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა გაეროს გეგმის მიმართ, რომელიც სერბიის პროვინცია კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას გულისხმობს. ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა ალბანეთს, რომ ვიდრე ეს საკითხი გადაწყდება, ქვეყანამ - ხელი შეუწყოს მშვიდობის შენარჩუნებას ძირითადად ალბანელებით დასახლებულ კოსოვოში.
XS
SM
MD
LG