Accessibility links

logo-print

თალიბანის დაჯგუფებამ თავის თავზე აიღო


თალიბანის დაჯგუფებამ თავის თავზე აიღო იმ სარაკეტო თავდასხმის პასუხისმგებლობა,

თალიბანის დაჯგუფებამ თავის თავზე აიღო იმ სარაკეტო თავდასხმის პასუხისმგებლობა,
რომელიც 10 ივნისს ცენტრალურ ავღანეთში განხორციელდა. აფეთქების ადგილი ახლოს არის შენობასთან, რომელში გამართულ შეხვედრასაც ქვეყნის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ესწრებოდა. აფეთქება ღაზნის პროვინციის დასახლება ანდარში სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც კარზაი სიტყვით გამოდიოდა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ავღანეთის პროვინცია ზაბულში, სახელისუფლო სამხედრო ძალებთან შეტაკებისას, ბოლო 24 საათის მანძილზე, დაიღუპა თალიბანის დაჯგუფების 27 მებრძოლი. პოლიციის ინფორმაციით, კიდევ 30 მეამბოხე მოკლეს ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთის პროვინცია ბადღისში.თავს დაესხნენ ამერიკელ სამხედროებს.
XS
SM
MD
LG