Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთის დღესთან" დაკავშირებით კრემლში გაიმართა


"რუსეთის დღესთან" დაკავშირებით კრემლში გაიმართა 2006 წლის სახელმწიფო პრემიებით დაჯილდოვების ცერემონია.

"რუსეთის დღესთან" დაკავშირებით კრემლში გაიმართა 2006 წლის სახელმწიფო პრემიებით დაჯილდოვების ცერემონია.
პრემიის 12 ლაურეატს შორის არის ცნობილი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრ სოლჟენიცინიც. მან წინასწარ გაკეთებული ჩანაწერით მიმართა ცერემონიის მონაწილეებს: [სოლჟენიცინის ხმა] “სიცოცხლის ბოლოს შემიძლია იმედი ვიქონიო, რომ ჩემს მიერ შეგროვებული და შემდეგ მკითხველისთვის წარდგენილი ისტორიული მასალა, ისტორიული სიუჟეტები, ცხოვრების ამსახველი სურათები და პერსონაჟები ჩვენი ქვეყნის მიერ გამოვლილი სასტიკი და პირქუში წლებიდან, ადგილს დაიმკვიდრებს ჩემს თანამემამულეთა ცნობიერებასა და მეხსიერებაში.”
XS
SM
MD
LG