Accessibility links

ერაყელი შიიტების რელიგიური ლიდერი ალი


ერაყელი შიიტების რელიგიური ლიდერი ალი ალ-სისტანი თავშეკავებისაკენ მოწოდებით გამოვიდა

ერაყელი შიიტების რელიგიური ლიდერი ალი ალ-სისტანი თავშეკავებისაკენ მოწოდებით გამოვიდა
ქალაქ სამარაში შიიტების ერთ-ერთ მთავარ სალოცავში მოწყობილი აფეთქების შემდეგ. ალ-სისტანი, მისი პრეს-მდივნის განცხადებით, გმობს იერიშს და გამოდის მოწოდებით, არ მიიღონ საპასუხო ზომები სუნიტების წინააღმდეგ. სამარის ცნობილ ალ-ასყარის სალოცავში მოწყობილმა აფეთქებებმა დღეს ორი მინარეთი დააზიანა. მსხვერპლის შესახებ არაფერია ნათქვამი. ამ სალოცავში, რომელსაც "ოქროს მეჩეთს" უწოდებენ, 2006 წელსაც მოეწყო აფეთქება, რასაც მთელს ერაყში შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირების ტალღა მოჰყვა. მას შემდეგ ტაძარს ერაყის უშიშროების ძალები იცავენ. დღევანდელი აფეთქების შემდეგ რადიკალი შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის პოლიტიკურმა ბლოკმა შეწყვიტა მონაწილეობა ერაყის პარლამენტის მუშაობაში.
XS
SM
MD
LG