Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დადებითად


აზერბაიჯანში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დადებითად აფასებს წინადადებას

აზერბაიჯანში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დადებითად აფასებს წინადადებას
აშშ-ისა და რუსეთის მიერ აზერბაიჯანში განთავსებული სარადარო სადგურის ერთად გამოყენების შესახებ. ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერ სარდარ ჯალალოღლუს აზრით, ამ წინადადების ხორცშესხმა ბაქოს ინტერესებშია. აშშ-ის გეგმა ითვალისწინებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსებას პოლონეთსა და ჩეხეთში. რუსეთის პრეზიდენტი კი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც აზერბაიჯანში გაბალის ბაზით სარგებლობას ეხება. აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, გაბალით ერთად სარგებლობას შესაძლოა მოჰყვეს ამერიკელებისა და რუსების პოლიტიკის უკეთ კოორდინირება აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვან საკითხებში.
XS
SM
MD
LG