Accessibility links

logo-print

პარიზში გაიმართა საფრანგეთისა და საქართველოს


პარიზში გაიმართა საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა.

პარიზში გაიმართა საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა.
ნიკოლა სარკოზიმ და მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე საფრანგეთის როლი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში. საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფებას. სააკაშვილისა და სარკოზის შეხვედრაზე ითქვა აგრეთვე, რომ საფრანგეთი უპირობოდ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გამორიცხავს კოსოვოს შესაძლო პრეცედენტის უნივერსალურ გამოყენებას.
XS
SM
MD
LG