Accessibility links

პალესტინელების ისლამისტურ ორგანიზაცია "ჰამასის" მებრძოლებმა


პალესტინელების ისლამისტურ ორგანიზაცია "ჰამასის" მებრძოლებმა პოზიციები განიმტკიცეს ღაზის სექტორის გაკონტროლებისთვის ორგანიზაცია

პალესტინელების ისლამისტურ ორგანიზაცია "ჰამასის" მებრძოლებმა პოზიციები განიმტკიცეს ღაზის სექტორის გაკონტროლებისთვის ორგანიზაცია
"ფატაჰის" მეომრებთან ბრძოლაში. "ფატაჰს" ხელმძღვანელობს პალეტსინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს. ბოლო შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა, 27 ადამიანია დაღუპული. "ჰამასმა" გაზარდა იერიშების მასშტაბი და ააფეთქა ფატაჰის უშიშროების სამსახურის შტაბბინა. პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოდის: [აბასის ხმა] “ცეცხლის შეუწყვეტლად, ბრძოლის შეუწყვეტლად, ვფიქრობ, რომ ვითარება ღაზაში კატასტროფამდე მივა. ის, რაც ღაზაში ხდება, სიგიჟეა. ბრალი მხოლოდ ერთ მხარეს მიუძღვის - იარაღს ვინც ატარებს, პასუხსაც ის აგებს”. ამასობაში, გაეროს დახმარებისა და დასაქმების სააგენტომ ნაწილობრივ შეაჩერა ღაზის სექტორში მუშაობა მას შემდეგ, რაც დღეს მისი ორი პალესტინელი მუშაკი მოკლეს.
XS
SM
MD
LG