Accessibility links

logo-print

ბეირუთში მოწყობილი აფეთქების შედეგად სირიის


ბეირუთში მოწყობილი აფეთქების შედეგად სირიის მოწინააღმდეგე პარლამენტარი ვალიდ ეიდო დაიღუპა.

ბეირუთში მოწყობილი აფეთქების შედეგად სირიის მოწინააღმდეგე პარლამენტარი ვალიდ ეიდო დაიღუპა.
მის გარდა, დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ მისი უფროსი ვაჟიშვილისა და კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილია, სულ მცირე 11 ადამიანი. აფეთქების შედეგად დაღუპული პარლამენტარი ლიბანის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ანტისირიული საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო. აშშ-მა, საფრანგეთმა და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გერმანიამ მკაცრად დაგმეს ბეირუთში მოწყობილი აფეთქება.
XS
SM
MD
LG