Accessibility links

logo-print

ცხინვალის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერების


ცხინვალის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერების ულტიმატუმის მიუხედავად, ნიქოზი-ავნევის საგზაო მონაკვეთის მშენებლობა არ შეჩერდება.

ცხინვალის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერების ულტიმატუმის მიუხედავად, ნიქოზი-ავნევის საგზაო მონაკვეთის მშენებლობა არ შეჩერდება.
ამის შესახებ 16 ივნისს, საგანგებო ბრიფზე ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა. სანაკოევის თქმით, ალტერნატიული გზის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების საშუალება მიეცემა. მან უარყო ცხინვალის დეფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერის, ბორის ჩოჩიევის განცხადება, რომ, თითქოს, ავნევი-ცხინვალის შემოვლითი გზა რეგიონში სამხედრო ტექნიკის შეყვანისთვის შენდება.
“ეს დაუფიქრებელი განცხადებაა, რადგან ქართულ მხარეს, თუკი კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით მოგვარების სურვილი ექნებოდა, ამას დიდი ხნის წინათაც გააკეთებდა და ჩოჩიევს არ დაეკითხებოდა” – ასეთია სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კომენტარი.
XS
SM
MD
LG